გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს . ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის დროს დაღუპული გმირების საფლავებზე მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს .
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას , გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ახალგაზრდა , ლევან დევდარიანი,ზურაბ ბეგიაშვილი გიორგი სხვიტარიძე და ევგენი ხარძიანი შეეწირნენ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის 169 ჯარისკაცი,1 747 დაიჭრა.ქვეყანაში 130 000 იძულებით გადაადგილებული პირია ,რომელთა შორის 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს . 35 ათასი სახლი განადგურდა ,მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი, რუსეთმა დამატებით ხუთი ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია მოახდინა.