გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს

მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გემანული მედია ავრცელებს .
ადგილობრივი მედიის ცნობით, 37 წლის ქართველი პატიმარი ქალაქიდან 30 კილომეტრში, ფეხით გადაადგილებისას დააკავეს.

გერმანიის პოლიციამ გაქცეულების ფოტოებიც გამოაქვეყნა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ისინი შეირაღებულნი ყოფილიყვნენ.

ორი პატიმარი, რომელთა შორის ერთი ქართველია, გერმანიის ციხიდან 4 აგვისტოს გაიქცა. მათ გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.