მოსკოვში, სახაროვის გამზირზე აქცია „დავიბრუნოთ არჩევნების უფლება“ მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მერიამ ორგანიზატორებს აქციის გამართვის ნება დართო, თუმცა მიტინგზე ჯგუფების: „კრივოსტოკის”, IC3PEAK и Face-ის კონცერტის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა.
მიუხედავად ამისა, ამ ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციის მიტინგზე მაინც გამოვლენ. აქციაზე 20 ათასი ადამიანია შეკრებილი,დაკავებულია ერთ-ერთი ორგანიზატორი.
აქციები „სამართლიანი არჩევნებისთვის“ რუსეთის ათობით ქალაქში უკვე ჩატარდა.