ძიძის მორიგი დაუდევრობა-ფეისბუქ გვერდზე მცირეწლოვანი ბავშვის დედამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს და აიძულებს ძიძა ბავშვს ჭამოს და გაჩუმდეს.
მისი ინფორმაციით,ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ტიროდა, რაც მეზობლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. ეჭვის ნიადაგზე დედამ ფარული ვიდეო-კამერები დაამონტაჟა.
ვიდეოები, რომელშიც მშობელმა გამოაქვეყნა ჩანს, როგორ სცემს ძიძა ბავშვს, ურტყამს თავში, ეჩხუბება და აიძულებს ჭამოს. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის სიტყვები “დაიძინე” და შემდეგ, ბავშვის ტირილის ხმა.
გავრცელებულ ვიდეოსა და ფოტოკადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
წყარო: on.ge