დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო, რომელიც 28 აგვისტოს დასრულდება. მარიამობის მარხვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას უკავშირდება, რომელსაც წმინდა ეკლესია ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.
მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილდება მხოლოდ ფერიცვალების დღესასწულზე, 19 აგვისტოს.