ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ტრენინგების ახალ სერიას იწყებს

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (IFRS for SMEs). ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მე-3 კატეგორიის საწარმოებისთვის ტრენინგს გამართავს. სასწავლო კურსი უფასოა.

სემინარები რუსთავში, სასტუმრო რუსთავის საკონფერენციო დარბაზში 20 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრს დასრულდება.

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე 2019 წლის 18 აგვისტომდე უნდა შეავსონ:
https://docs.google.com/forms/d/1Vg-MS1He3lxi8Tlh_TpMLGyD1NwjZz2-9AHol1pwlt0/viewform?edit_requested=true .

სასწავლო კურსის ფარგლებში დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მოსამზადებული ანგარიშგების შესახებ, რომელთა წარდგენა მესამე კატეგორიის საწარმოებს 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ევალებათ.

კურსის ხანგრძლივობაა არის 36 საათი და გადანაწილებულია 6 დღეზე. ის ჩატარდება, დღე-გამოშვებით, 10:00-დან – 18:00 საათამდე, 2019 წლის 20 აგვისტოდან – 5 სექტემბრამდე პერიოდში.