ვანდალიზმის ფაქტი მე-8 სკოლაში-სკოლის ადმინისტრაციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა

  ვანდალიზმის ფაქტი რუსთავის მე-8 საჯარო სკოლაში- სკოლის ადმინისტრაცია  ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში   სკოლის პერიმეტრის შემოღობვის სამუშაოების ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს. სკოლამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

სკოლაში აცხადებენ, რომ  წლების განმავლობაში მე-8 საჯარო სკოლას არ ჰქონდა ღობე,რის გამოც სრულად არ იყო დაცული მოსწავლეების უსაფრთხოება. ადგილობრივი ხელისუფლებისგან გამოყოფილი თანხებით, სამი კვირაა სკოლის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები დასრულების ფაზაშია,თუმცა სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ,რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში,მოსახლეობა ინტენსიურად აზიანებს ღობეს. სკოლამ სამართალდამცველ ორგანოებს გუშინ მიმართა,თუმცა მათი ინფორმაციით, ღამის საათებში სავარაუდო ვანდალიზმის ფაქტი ისევ განმეორდა.