გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს .
რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ე.წ. საზღვარს მიღმა ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა.
მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.
მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ქართველი სამართალდამცავებიც.
ფოტო:დიანიუსი