ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს Twitter-იდან ეხმიანება.
„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთი შელახვის ფიქტიურ პროცესს“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელზეც რუსული მედიის ინფორმაციით ,,პრეზიდენტის” თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.