თბილისი-წითელი ხიდის დამაკავშირებელ 10 კმ-იან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. 34-ე კილომეტრიდან 44-ე კილომეტრის ჩათვლით დაზიანებული გზის საფარის განახლება და ასფალტ-ბეტონის დაგება იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიაწოდეს. სამუშაოები მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო და 30 აგვისტოს დასრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3 031 416 ლარია.