იანვარ-ივნისში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 287 შემთხვევა დარეგისტრირდა

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 287 შემთხვევა დარეგისტრირდა- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 287 რეგისტრირებული ფაქტიდან მხოლოდ 19 შემთხვევაა გახსნილი.
უწყების ცნობით, სტატისტიკურად 2019 წლის იანვარ-ივნისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი – 149 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, 40 – ქრთამის აღების; 42 – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 33 – სამსახურებრივი გულგრილობის; 17 – სამსახურებრივი სიყალბის და 6 – ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.