კრაზანას ნაკბენისგან, 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში, კრაზანას ნაკბენისგან, 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

წალენჯიხის მერიიის ინფორმაციით მამაკაცი ალერგიული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰაერის უკმარისობა დაეწყო, რის შემდეგაც ასთმური შეტევა განუვითარდა . მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

გასულ წელს, მწერების ნაკბენისგან წალენჯიხაში ორი ადამიანი გარდაიცვალა.