წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში, კრაზანას ნაკბენისგან, 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
წალენჯიხის მერიიის ინფორმაციით მამაკაცი ალერგიული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰაერის უკმარისობა დაეწყო, რის შემდეგაც ასთმური შეტევა განუვითარდა . მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
გასულ წელს, მწერების ნაკბენისგან წალენჯიხაში ორი ადამიანი გარდაიცვალა.