კრემლში ავიაბომბი იპოვეს

კრემლში ავიაბომბი იპოვეს. კრემლის კომენდანტის სერგეი ხლებნიკოვის ინფორმაციით, კრემლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაბომბი ე.წ. ყინულოვან მარანში აღმოაჩინეს, როდესაც ჰიდროიზოლაციისთვის მშენებლებმა გრუნტი გაჭრეს.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კრემლში იმყოფებოდა, რომლის სამუშაო გრაფიკზე ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია.

ბომბი აუფეთქებელი იყო და მიწის დიდი ფენით იყო დაფარული.