ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
სასამართლომ დამატებითი ღონისძიების სახით, ღაჭავას საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.