მამაკაცს საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა. შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
მამაკაცი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.









