თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შუა ხნის მამაკაცი ექსკალატორზე მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა. მეტროს თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მოსვლის მომენტისთვის მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო.









