მეტროსადგურ “უნივერსიტეტში” მგზავრი გარდაიცვალა

თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შუა ხნის მამაკაცი ექსკალატორზე მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა. მეტროს თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მოსვლის მომენტისთვის მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო.