მე-8 სკოლის ღობის დაზიანების ფაქტზე შსს-მ ქურდობის მცდელობისთვის 1 პირი გამოავლინა

მერვე საჯარო სკოლაში ღობის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი გამოავლინა. როგორც tv4 -ს უწყებაში განუცხადეს,ქურდობის მცდელობისთვის იდენტიფიცირებულია ახალგაზრდა მამაკაცი.  პოლიციას   მამაკაცი ჯერ-ჯერობით არ დაუკავებია.

შეგახსენებთ,მერვე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სკოლაში აცხადებდნენ,რომ ხუთი დღის განმავლობაში  გაურკვეველი პირები ღობეს ინტენსიურად  აზიანებდნენ.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.