რუსთავის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. tv4-ის ინფორმაციით,35 წლამდე მამაკაცს დღეს დილიდან ეძებენ. არსებული ინფორმაციით ნაპირზე მამაკაცის ტანსაცმელი მეთევზემ იპოვა და შესაბამის სამსახურს შეატყობინა. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური, საპატრულო, სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.