მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 60,08 დოლარამდე გაიზარდა. ხოლო WTI-ს ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 55,65 დოლარს შეადგენს.
ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიო მოთხოვნა ნავთობზე 2019 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იყო 2008 წლის შემდეგ. აღნიშნული აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომს უკავშირდება- აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო.
2019 წლის მაისში, როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.