ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.

სხდომა სასამართლოში 20:00 საათზეა ჩანიშნული.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა. პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სისხლის სმაართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება გუშინ გააცნო.