ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალ „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდება

25 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება „საპრეზიდენტო არჩევნებს“ ატარებს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, ე.წ. საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება რუსეთში.

„საპრეზიდენტო არჩევნებში“ 9 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისაა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

მედიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ დააკვირდებიან რუსეთის ფედერალური კრების (პარლამენტის) ორივე პალატის დელეგაციები, ასევე სანკტ-პეტერბურგის სათათბიროს საგარეო კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს უკვე ჩავიდნენ სოხუმში, ასევე არაღიარებული „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაცია.