აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ერთ-ერთი რესტორნის წინ გახსნა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით , დაღუპულია ცხრა ადამიანი და დაშავებულია 16, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის თავად თავდამსხმელიც.









