სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს მიიღეენ.
„კანონით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებები ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.







