რა ეტაპზეა გაგარინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები?!

რუსთავში, წლების მანძილზე ამორტიზებული გაგარინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები განახორციელა.

როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვენელოვანია, შესაბამისად სარეაბილიტაციო პროცესში კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა.

ასფალტის საფარის დაგებამდე მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა მთლიანად შეიცვალა , სამუშაოები ბორდიურების და ფეხით სავალი ნაწილის მოწესრიგებას ითვალისწინებს .სარეაბილიტაციო პროცესის დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება.