როდის გახდება ცნობილი სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ანუ ე.წ. უფასო ფაკულტეტები.
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ე.წ. უფასო ფაკულტეტები აღნიშნული ვადის დასრულებამდე გამოქვეყნდება.
,,კომისია მუშაობს ამ მიმართულებით, მხოლოდ ერთი შეკრება დარჩა. აბიტურიენტები ამ ინფორმაცია ყველა შემთხვევაში მიიღებენ მანამ, სანამ ფაკულტეტების ჩამონათვალში არჩევანის შეცვლის უფლება ექნებათ”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
შეგახსენებთ რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
წყარო: edu.aris.ge