გორის საკრებულოს დეპუტატი, მერაბ მახარაშვილი გუგიტიანთკარში იმყოფებოდა. დეპუტატი ამბობს, რომ წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება, შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გავლების დროს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დატოვონ.
“რუსებს ვთხოვე,ეს რეზერვუარი ჰყვება იქით და თუ შესაძლებელია, არ შემოღობოთ და ხალხმა ისარგებლოს – მეთქი ამით, და კი ბატონოო” ,- აცხადებს მერაბ მახარაშვილი.
საკრებულოს წევრი, რომელიც ასევე, ქართულ მედიასთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, მავთულხლართების შემოვლების პროცესის განახლებისას რა ფართობის ტერიტორია მოჰყვება ცხინვალისა და რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.