რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით ავტობუსები გმირთა მოედნიდან გავლენ

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მეექვსე მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს უყარეს კენჭი. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი 64 297 500 ლარამდე განისაზღვრა.
ცვლილება შევიდა მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულებაშიც, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებსა და საჯარო რეესტრს შორის მერია ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქციას შეითავსებს.
საკრებულოს 26-ე სხდომაზე დეპუტატები შეჯერდნენ, რომ m3 კატეგორიის ავტობუსების სატენდერო პირობებში რუსთავიდან გასვლის ლოკაციად გმირთა მოედანი იქნება მითითებული.