რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი დროებით დაკეტილია. ამის მიზეზად პარკის ადმინისტრაცია უამინდობას ასახელებს. მათი თქმით, დღეს შესაძლოა მოსახლეობამ პარკის ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლოს. არსებული ინფორმაციით ძლიერმა ქარმა , პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე დააზიანა.