რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება- განაცხადების მიღება დღეს დაიწყო

რუსთავის მერიაში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ,,საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის’’ სხდომა ჩატარდა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ,,რუსთავქალაქობის“ ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე წარსადგენად, განაცხადების მიღება დღეს, 20 აგვისტოს დაიწყოს და 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდეს.

განცხადებაზე თანდართული აუცილებელი დოკუმენტაციას კი კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, ბიოგრაფიული მონაცემები და უფლებამოსილი პირებისა ან ორგანიზაციების რეკომენდაცია წარმოადგენს