რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები გრძელდება, ამის შესახებ ინფრომაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ქალაქ რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს.
წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით.
არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან
პროექტის ღირებულება 12 466 145 ლარია”-ნათქვამია განცხადებაში.