“რუსთავის წყალი” მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

ხვალ, 16 აგვისტოს კომპანია “რუსთავის წყალი” ხრამის სათავე ნაგებობის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე გეგმიურ-ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს 22:00 საათიდან 17 აგვისტოს დილის, 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთავის მარჯვენა სანაპიროს დასახლებას;
მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკური სამუშაოების დროს რუსთავის წყალი მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.