რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი გაიზარდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი  გაიზარდა  –  საკითხი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.

 რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი 6 ლოტზე ფასი  1  ლარი და 80 თეთრით განისაზღვრა.

მგზავრობის ტარიფი შემდეგ მარშრუტებზე გაიზარდა:

1. თოდრიის მოედანი-მ/ს დიდუბე (ქვედა გასასვლელი)
2. რუსთავის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია-მ/ს დიდუბე (ზედა გასასვლელი)
3. რუსთავის ძველი ბაზარი-სადგურის მოედანი(“თბილისის ცენტრალის” პირდაპირ)
4. რუსთავის ძველი ავტოსადგური-ვარკეთილი
5. ფიროსმანის ქუჩა-მიროტაძის ქ. N6-8-ის მიმდებარედ(“სპორტის სასახლე”)
6. მე-12 მიკრორაიონი-სადგურის მოედანი

  აღსანიშნავია,რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო ფასის შემსწავლელმა  საბჭომ  ფასზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორები გამოიკვლია  . საბჭომ  მგზავრთა ნაკადი, საწვავის ფასი, მძღოლის ყოველდღიური შემოსავალი, ავტობუსების ხარჯები და სხვა კრიტერიუმები შეისწავლა,რის საფუძველზეც  ფასის მომატება განხორციელდა.

ფასების გაზრდა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაახლოებით 7-10 დღეში მოხდება.