სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ი კურიერის თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.
რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ორშაბათიდან „კურიერის“ გუნდთან ხელშეკრულებების გაფორმებას დაიწყებს.