წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას სამუშაო ვიზიტით, მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კერემ კინიკი ესტუმრა.
ამ წუთებში, კერემ კინიკი ოფიციალურ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მართავს. შეხვედრაზე ქალაქ რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული საწყობის მშენებლობის საკითხს განიხილავენ, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას გაუწევს კავკასიის (და არა მარტო) რეგიონის ქვეყნებს. თემასთან დაკავშირებით ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია და ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა პაპელიშვილი ესწრებიან.