გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერში ტყვიის მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
რუსთავში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 9 და 10 აგვისტოს დაფიქსირდა. კონცენტრაციებმა ნორმას 1,6 -ჯერ გადააჭარმა, რაც შეეხება 8 აგვისტოს მონიტორინგმა ნორმაზე გადაჭარბება 1,4-ჯერ აჩვენა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 11 აგვისტოს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავსა და ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 7, 8 და 10 აგვისტოს გადაჭარბებები გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად, კერძოდ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. 6 და 12 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მდგომარეობის მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს.