რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება (+ფოტო)

რუსთავში ამ წუთებში 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება . გმირთა მემორიალთან გზაზე მოიხატება გლოვის სიმბოლო ყაყაჩო და მასზე შესაბამისი ფერებით დალაგდება სანთლები. იქვე მოლბერტებზე განთავსდება 8 აგვისტოს ომში დაღუპული 4 რუსთაველი ჯარისკაცის ფოტო. ყაყაჩოს გარშემო ახალგაზრდები საეკლესიო სანთლებით ხელში გააკეთებენ ცოცხალ ჯაჭვს. ზუსტად 12 საათზე კი ჰაერში გაუშვებენ ფრანებს. ყველა მონაწილეს დამაგრებული აქვს ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 11 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.