სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ გლდანის გამგეგებლის მოადგილე თანამშრომელზე ფიზიკურად ძალადობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში 27 აგვისტოს გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოში ასახული დაპირისპირება 2017 წელს მოხდა.