ნინოწმინდაში, სოფელ სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ენზელ მკოიანის ფოტო და მისი ჯილდოები გამოფინეს.
მუზეუმი 24 აგვისტოს გაიხსნა, ის ალბერტ ისოიანის შვილის, არტურ ისოიანის დაფინანსებით აშენდა, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ საყოფაცხოვრებო ნივთებთან და საოჯახო ფოტოებთან ერთად, ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო და ჯილდოებიც გამოიფინა.
თავად დეპუტატი აცხადებს ,რომ შეთავაზებას დათანხმდა.მისივე ინფორმაციით, მუზეუმში იმ პროფესორების, აკადემიკოსების და მეცნიერების ფოტოებია გამოფენილი,რომლებიც მის მსგავსად სათხეში ცხოვრობენ.
სათხეში, ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნას ენზელ მკოიანთან ერთად, სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ელჩები, ასევე რუსეთიდან,სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ.
ენზელ მკოიანის თქმით, ისოიანების ოჯახის სურვილია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუნიციპალიტეტს სიმბოლურად ფასად, ერთ ლარად გადასცენ.
ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.