სამაშველო სამსახური TV4-ის გადამღებ ჯგუფს დაეხმარა (+ვიდეო)

Tv4 მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს. საინფორმაციო სამსახურის მუშაობის პროცესში, მტკვრის სანაპიროზე საჰაერო გადაღების დროს, ტელევიზიის კუთვნილი დრონს პრობლემა შეექმნა. მიუვალი პირობების მიუხედავად, სამაშველო სამსახურმა დროული რეაგირება მოახდინა და ტელევიზიას დახმარება აღმოუჩინა.

Tv4-ის გუნდი მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ქვემო ქართლის სამმართველოს მაშველებს. ვფიქრობთ, რომ მათი ძალისხმევა მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეულო მოქალაქისთვის. მიგვაჩნია, რომ სამსახურმა სწორად შეაფასა მედიის როლი და მნიშვნელობა.

მადლობა კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას” პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.