სასტუმრო “რუსთავში” მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სასწავლო კურსი მიმდინარეობს (+ფოტო)

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით სასტუმრო რუსთავის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგ-კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის დაიწყო. სასწავლო კურსისთვის გათვალისწინებული 36 საათი 6 დღეზეა განაწილებული.

პროექტი მიზნად კომპანიებში გამჭვირვალე, თანმიმდევრული და ეფექტურ პროცესების უზრუნველყოფას ისახავს. სასწავლო კურსს მე-3 კატეგორიის კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები და იმ საბუღალტრო ფინანსური საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან, ვინც ბუღალტრულ მომსახურებას მე-3 კატეგორიის კომპანიებს უწევს.