საქრთველოს რამდენიმე ქალაქში 100 ახალი ვატობუსი იმოძრავებს.
ქუთაისიში, გორიში, თელავში, ზუგდიდში, რუსთავსა და ფოთში 100 ახალ ავტობუსს მიიღებენ.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
ევრობანკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ბიუჯეტი 11.8 მილიონი ევროა, საიდანაც „იბიარდი“ 10 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევრობანკი პროექტის დამტკიცებაზე, სავარაუდოდ, 15 ოქტომბერს იმსჯელებს.