საქართველოს 109 სკოლაში პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა-ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განაცხადეს.
უწყების განმარტებით, ზუსტი მიზეზი უცნობია,თუმცა როგორც სისტემაში აცხადებენ, აღნიშნულ სკოლებს პირველკლასელების მიღებაზე ლიმიტი ჰქონდათ გამოცხადებული, თუმცა მათივე ინფრომაციით ეს ფაქტი სკოლაში მოსწავლეების მიღებას არ გამორიცხავს. საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია. როგორც წინასწარი განცხადებებით ხდება ცნობილი, საჯარო სკოლების პირველკლასელები სახელმწიფოსგან ტრადიციულად საჩუქრად კომპიუტერებს და სახელმძღვანელოებს მიიღებენ.