სექტემბრიდან მედიკამენტებზე შესაძლოა, ფასები გაიზარდოს .ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციების პრეზიდენტის ირინა ჭელიძის განცხადებით , იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდება ფასების გაზრდაა მოსალოდნელი .მისივე თქმით 99% მედიკამენტისა, დოლარშია შეძენილი და ისე შემოდის ამიტომ სავარაუდოა, რომ მოიმატებს ფასები . “ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად არ გაიზრდება, თუმცა ეს ზრდა სხვა ტიპის პროდუქციას შეეხება და საბოლოოდ მედიკამენტები მაინც გაძვირდება“, – აცხადებს ირინა ჭელიძემ.