სვანეთში დაშავებული ტურისტის დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

სვანეთში, უშბაში დაშავებული უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით , უცხოელი ტურისტის დასახმარებლად უშბაში სამაშველო ვერტმფრენი გაფრინდა.

არსებული ინფორმაციით, ტურისტები უშბაზე ეშვებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა.
უშბაზე დაშავებული ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიინფორმაციით , დაშავებული სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქეა.