გორში, სოფელ საყავრესთან, სადაც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, დღეს ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, თუმცა, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე.