სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

შეგახსენებთ, რომ სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარი 22 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე იყო გავრცელებული. ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იყო ჩართული