სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვისაც გერძელდება, ადგილზე დილიდან უშობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ცეცხლის ღია კერა არ აღინიშნება და დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა სამუშოებს ძლიერი ქარი ართულებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მობილიზებულია დაახლოებით 250 მეხანძრე-მაშველი,ასევე სპეციალური ტექნიკა.