სოფელ წიფორსა და ხახალაჯვარში რიტუალების სახლები მოეწყო . სამშენებლო სამუშაოები ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს .მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირები მოსახლეობას შეხვდნენ და შენობების ინვენტარით აღჭურვას დაჰპირდნენ.
სოფელ წიფორში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ძველი მეურნეობის შენობას მოსახლეობამ დემონტაჟი ჩაუტარა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, საკუთარი სახსრებით რიტუალების სახლი ააშენა. სოფელ ხახალაჯვარში კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობა მოეწყო.













